Background
logo

Tamarieli

"ასოციაცია „თამარიელი” წარმოადგენს კულტურისა და ხელოვნების პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციას და კონსტრუქციულ კულტურულ ურთიერთქმედებას, თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპასა და საერთაშორისო დონეზე."

შთაგონება — თამარ მეფის ოქროს ხანა
„ელი“ — იდენტობა, ფესვები, ერთგულება

წინასიტყვაობა

  • ასოციაცია თამარიელი დაფუძნებულია ხელოვნების, ლიტერატურის, ქართული ცეკვისა და სხვა შემოქმედებითი აქტივობების პოპულარიზაციასა და წარმოჩენაზე.
  • ასოციაცია თამარიელი კულტურას, ხელოვნებას, შემოქმედებას და ისტორიას მოიაზრებს ინსტრუმენტად, კომუნიკაციისა და კონსტრუქციული კულტურული კავშირების სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.
  • ასოციაცია ქმნის ღია, ინკლუზიურ და ინოვაციურ სივრცეს, სადაც ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთში ინტერფეისურ ურთიერთობაშია.

მისია

  • Step 01

    ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალური მხარდაჭერა ყველა ასაკის ხელოვანთათვის.

  • Step 02

    შემოქმედებითი პროცესის სტიმულირება და ხელოვანთა წახალისება.

  • Step 03

    კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია და კონსტრუქციული კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა (მიზანმიმართული, ნაყოფიერი და საზოგადოებრივად სასარგებლო ურთიერთობები კულტურებს შორის).

  • Step 04

    საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა ინტერკულტურული აქტივობებისთვის: გამოფენები, ფესტივალები, პერფორმანსები.

  • Step 05

    განათლება: გაცვლითი პროგრამები, მენტორობა.

  • Step 06

    სამოქალაქო ცნობიერება: ბუკლეტები, კამპანიები.

  • Step 07

    საერთაშორისო პარტნიორობა: ევროკავშირი, კულტურის ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

მიზნები

Target 01

კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების საშუალებით.

Target 02

ახალგაზრდა და გამოცდილ ხელოვანთა მხარდაჭერა და წარმოჩენა.

Target 03

ტრადიციული ცეკვისა და მუსიკის პოპულარიზაცია თანამედროვე ინტერპრეტაციების პარალელურად.

Target 04

საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელოსნოების ორგანიზება.

Target 05

საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

  • 01

    ადგილობრივი თემების მოზიდვა და დაინტერესება შემოქმედებითი აქტივობებით.

  • 02

    ხელოვნება როგორც თავის გამოხატვის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტი.

  • 03

    ღია სივრცე ევროპელი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

  • 04

    საჯარო დიპლომატიისა და კონსტრუქციული კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

Background
Digital Library Logo

ციფრული ბიბლიოთეკა „ციბლუსი“

ქართული კულტურისა და ლიტერატურის გლობალური სახე

  • „თამარიელის“ ციფრული ბიბლიოთეკა იქმნება იმისათვის, რომ დავიცვათ, შევინახოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული კულტურისა და ლიტერატურის საუნჯე — თანამედროვე ციფრულ ფორმატში.
  • ჩვენი მისიაა, ქართული სიტყვა იქცეს ხიდად ქართველებსა და მსოფლიოს შორის. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული მეხსიერების დაცვას, ქართული ლიტერატურის გლობალურ წარმოჩენას, საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და კულტურული დიპლომატიის განმტკიცებას.
  • „თამარიელის“ ბიბლიოთეკა იქნება ღია და მეგობრული ციფრული სივრცე, სადაც გაერთიანდებიან მკითხველები, მკვლევრები, სტუდენტები და მასწავლებლები ერთი მიზნის ირგვლივ — შეინარჩუნონ და გაავრცელონ ქართული კულტურული მემკვიდრეობა.
  • ეს არის ხალხის პროექტი — ნდობაზე, ცოდნასა და ღირებულებებზე აგებული ციფრული ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, სადაც ქართული სიტყვა იცოცხლებს საზღვრებს გარეშე.
Background
Earthoba Logo

ქართული დიასპორის ერთიანი

პლატფორმა “Earthoba”

  • ეროვნული ინტერესების გატანა საერთაშორისო ასპარეზზე
  • კოორდინირებული მოქმედება საერთო მიზნის მისაღწევად
  • საერთაშორისო ლეგიტიმაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია

მთავარი მიმართულებები

  • საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა
  • პოლიტიკური პატიმრების საკითხის ადვოკატირება
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
  • რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა
  • თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა
  • პარტნიორობა ევროკავშირთან და საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებთან
  • კოორდინირებული კამპანიები, აქციები, პეტიციები, პანელური დისკუსიები

ღირებულებები

ჩვენი “Earthoba” მუდმივად შეინარჩუნებს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას. იგი მოქმედებს პრაქტიკაში და არა მხოლოდ ფორმალურ შეთანხმებაში.

Background
Think Create Inspire Logo

იფიქრე, შექმენი, შთააგონე

  • ინოვაციური პროექტები
  • მიიღე ჩვენი მხარდაჭერა
  • ასოციაცია „თამარიელი“ ელოდება თქვენს ინოვაციურ პროექტებს კულტურის, განათლებისა და ციფრული განვითარების მიმართულებით.
  • პროექტების ავტორებს საშუალება ექნებათ, ასოციაციასთან თანამშრომლობით მიიღონ თანადაფინანსება, მენტორული მხარდაჭერა და პროექტის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ იმ ინიციატივებს, რომლებიც ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ცოდნის გავრცელებას ემსახურება თანამედროვე ინოვაციური ხედვით.
Background
Voice Logo

ხმა+

  • ასოციაცია „თამარიელი“ და ქართული დიასპორის ერთიანი პლატფორმა „Earthoba“ („ერთობა“) ემსახურება მსოფლიო მასშტაბით ქართული დიასპორის გაძლიერებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერას.
  • ჩვენი ერთობლივი ხედვა ეფუძნება მედიას, როგორც სიტყვის თავისუფლების, დიპლომატიის, კულტურული დიალოგისა და საზოგადოებრივი განვითარების ეფექტურ ინსტრუმენტს, რომლის მიზანია საქართველოს წარდგენა საერთაშორისო სივრცეში.
  • ასოციაცია „თამარიელი“ სთავაზობს პარტნიორებს ეთიკურ და ნეიტრალურ მედია პლატფორმას, ფართო საერთაშორისო აუდიტორიას, ერთობლივ კამპანიებს, თემატურ კონტენტს, ღონისძიებებში მონაწილეობასა და სანდო წყაროებზე წვდომას.
Background
Gallery Logo

GALLERY | ART SPACE GALLERY | ART SPAC

Gallery Art Space არის თანამედროვე, ღია და ინკლუზიური კულტურული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას ინოვაციურ, დიალოგზე დაფუძნებულ გარემოში. სივრცე ემსახურება ხელოვანთა მხარდაჭერას, შემოქმედებითი პროცესის სტიმულირებას და კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. Gallery Art Space წარმოადგენს შეხვედრის ადგილს იდეებისთვის, ექსპერიმენტებისთვისა და კულტურული დიპლომატიისთვის — სადაც ხელოვნება ხდება კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და საერთო ღირებულებების ენა. Think. Create. Inspire. იფიქრე — შექმენი — შთააგონე

Background
Music Logo

MUSIC SONUS | MUSIC PLATFORM

Music Sonus არის თანამედროვე, დახვეწილი და ინკლუზიური მუსიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ერთ სივრცეში. პლატფორმა ემსახურება არტისტების მხარდაჭერას და ახალი მუსიკის აღმოჩენას ციფრულ გარემოში.

Music Sonus წარმოადგენს სივრცეს, სადაც მუსიკა — როგორც ხმა, ენერგია და ემოცია — ქმნის მაკავშირებელ ძალას. Where Music Becomes Pure Sound. სადაც მუსიკა ხმაში იშლება.

Background
Cinema Platform Logo

Cinema PlatformCinema Sonus

Cinema Sonus არის თანამედროვე, საკურატორო და ინკლუზიური კინო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ავტორულ, ექსპერიმენტულ და თანამედროვე კინოს ერთ კონცეპტუალურ სივრცეში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც კინო თავისუფლდება ფორმალური ჩარჩოებისგან და იქცევა ხედვად, კვლევად და დიალოგად.

Cinema Sonus მხარს უჭერს კინემატოგრაფისტებს, რეჟისორებს, სცენარისტებსა და ვიზუალურ მთხრობელებს — მათ, ვინც კინოს აღიქვამს, როგორც ცოცხალ ენას და მუდმივ პროცესს. პლატფორმა ემსახურება ახალი კინოხმების აღმოჩენას, განვითარებასა და გლობალურ ციფრულ სივრცეში მათ გაძლიერებას.

ჩვენთვის კინო არის მოძრაობა, შუქი და დრო — ერთიანობაში გარდაქმნილ გამოცდილებად.

Cinema Sonus წარმოადგენს იდეების, ექსპერიმენტებისა და კულტურული დიალოგის სივრცეს, სადაც კადრი ხდება ენა, ხოლო ნარატივი — ხიდი ადამიანებსა და კულტურებს შორის.

სადაც კინო ხედვაში იშლება.

Background
Dance Ethos Logo

DANCE ETHOS

Dance Ethos არის თანამედროვე, საკურატორო და ინკლუზიური ქორეოგრაფიული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ქართულ მოძრაობას, ბალეტს, თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიას ერთ კონცეპტუალურ სივრცეში.

პლატფორმის მისიაა მოძრაობის გააზრება როგორც საკომუნიკაციო ენის, რომელიც ცდება ფორმალურ ჩარჩოებს; მოძრაობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ესთეტიკურ ჟესტად, არამედ როგორც აზროვნებისა და სამყაროს აღქმის ალტერნატიულ გზად.

პლატფორმა მხარს უჭერს ქორეოგრაფებსა და მოცეკვავეებს, რომლებიც სხეულს განიხილავენ კონცეპტუალური გამოხატვის ინსტრუმენტად, ხოლო ქორეოგრაფიას — როგორც ცოცხალ და განვითარებად პროცესს.

ჩვენთვის ცეკვა არის სხეული კომუნიკაცია, რიტმი და სივრცე — ერთიანობაში გარდაქმნილი გამოცდილება, სადაც მოძრაობა ხდება კულტურული კოდი, ხოლო ქორეოგრაფია — იდენტობის მატარებელი ნარატივი.

Dance Ethos აკავშირებს ქართულ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას გლობალურ დისკურსთან და ქმნის სივრცეს ექსპერიმენტისა და საერთაშორისო დიალოგისთვის.

სადაც მოძრაობა იდენტობად იქცევა.